Breezy - Trade-in ისა და ტექნიკის აღდგენის ლიდერი ბაზარზე.
ჩვენ ვართ საერთაშორისო ჰოლდინგ ASBIS-ის ნაწილი - ASBIS-ი ახდენს IT პროდუქტების დისტრიბუციას 75 ზე მეტ ქვეყანაში.
ჩვენ გაჯეტებს ვძენთ მეორე სიცოცხლეს - ამით უფრთხილდებით პლანეტას და ვეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს გახდნენ ხარისხიანი ტექნიკის მფლობელები მომგებიანად ფასად.
ჩვენი ოფისები წარმოდგენილია 7 ქვეყანაში - თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მისია - ვიყოთ კარგი ნაცნობი, რომელიც ქმნის საუკეთესო პირობებს Trade-in ისა და გაჯეტების ყიდვისთვის, რითაც ამ გაჯეტებს ვძენთ მეორე სიცოცხლეს.
ჩვენი გუნდი იზრდება და ახლა უკვე ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტს (სპეციალისტს).
ჩვენთან შენ:
- გაუწევ კონსულტაციას მომხმარებელს (ტექნიკური ასპექტების ჩათვლით) ტექნიკის არჩევაში.
- გაყიდი, და დაეხმარები მომხმარებელს კორპორატიული სტანდარტების შესაბამისად.
- მიაწვდი ინფორმაციას მომხმარებლებს აქციებსა და სხვა შეთავაზებების შესახებ.
- ეასრულებ მენეჯერის სხვა დავალებებს.
შემოგვიერთდი თუ შენ:
- გაქვს წარმატებული გამოცდილება ელექტრონიკის გაყიდვების სფეროში
- აღწევ მიზნებს საქმეში და პირად ცხოვრებაში.
- კომუნიკაცია და ურთიერთობები - შენი ძლიერი მხარეა
- შეგიძლია საუბარი და საქმიანი მიმოწერის განხორციელება ქართულ და ინგლისურ ენაზე.
შენ ჩვენთან მოგეწონება, რადგან:
- შენ გექნება შესაძლებლობა განვითარდე კარიერულად საერთაშორისო კომპანიაში.
- შენ იმუშავებ საერთო აზრის მქონე გუნდთან. "დრავივიან" და ამბიციურ გუნდთან, რომელიც აღწევს დასახულ მიზნებს.
- შენ შეძლებ დაძლიო საინტერესო გამოწვევები და შეიტანო წვლილი კომპანიის განვითარებაში.
- შენ გეყოლება გვერდში მდგომი ხელმძღვანელი, რომელიც დაგეხმარება განვითარებაში
- შენ გექნება ფასდაკლებები კომპანიის პროდუქციაზე.
Breezy - ეს არის პროფესიონალების შეკრების ადგილი დიდი მიზნებისთვის.
გინდა დაძლიო საინტერესო გამოწვევები, განავითარო Trade-in სერვისი, რომელიც გავლენას ახდენს გლობალურად მთელ მსოფლიოზე და ეხმარება ჩვენს პლანეტას?
მაშინ ველით თქვენს რეზიუმეს. შემოგვიერთდი!